05:34
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რომელ სფეროებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას
13-09-2021

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების უფლება საფრანგეთშიც ექნებათ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საზოგადოებას დამატებით დეტალებს თუ როდის შეძლებენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამგზავრებას, მოგვიანებით მიაწვდიან.

იმ პროფესიათა ჩამონათვალი რომლებზეც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება იქნება შესაძლებელი ვრცელია. მათ შორისაა: მშენებლობის, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი; ელექტრო მრეწველობის; ტრანსპორტის ლოჯისტიკის და სხვა სფეროები.

ინფორმაციისთვის, ლეგალურად დასაქმების პროგრამა უკვე ამოქმედებულია გერმანიასთან, სადაც პროგრამის ფარგლებში ჯერ-ჯერობით სულ 208 ადამიანი გაემგზავრა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები