ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია, აქედან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში 32 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 3 მძიმე პაციენტია. ენდელაძე აცხადებს რომ სისტემა გამართულად მუშაობს და მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ახალი შემთხვევების რაოდენობის მატება პროგნოზირებული იყო.