ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან, 416 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი-72. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს, აქედან 43 მართვით სუნთქვაზეა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საატში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გაოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4619 შეადგენს მათგან ბოლო 24 საათში 375-მა ინფიცირებულმა დაამარცხა კოვიდ 19-ი.
„კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.