კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევიდან 207 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 168 კი თბილისში.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.