საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იკლებს ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში სადაც ბოლო 24 საათში 190 შემთხვევა გამოვლინდა თუმცა მომატაბეულია კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები დედაქალაქში. ციფრი 179-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს ბოლო 24 საათში 313 პირი გამოჯანმრთელდა.