საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9753-ს შეადგენს. კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევიდან, 259 პაციენტი აჭარიდანაა, 111 თბილისიდან, იმერეთში კი 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.