ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს ბოლო დღე-ღამეში აღებული ტესტების თანახმად გამოჯანმრთელად 40 ინფიცირებული და საერთო რაოდენობა 1534 გახდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ იზრდება და 152-დან 196-ს შორის მერყეობს. მისივე თქმით, ჯერჯერობით ცხელ წერტილად ისევ აჭარა რჩება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რისი შედეგიც სახეზეა და აჭარაშიც კლებისკენ მიდის სიტუაცია.