23:54
30 ოქტომბერი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
19-09-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 კრიტიკულად მძიმე და 70-ზე მეტი მძიმე პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი, აქედან კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 35 პაციენტი მკურნალობს, 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი.

AutoPlay
აზერბაიჯანსა და სალონიკში საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა - თამარ ჟვანია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთის განცხადებებს "სიბრიყვედ" და "უტიფრობად" აფასებენ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იმედგაცრუებული ვართ ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართათ მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ - აშშ-ის საელჩო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ბინძური ცილისწამების გამო პასუხს აუცილებლად აგებენ სასამართლოში - დავით ხვიბლიანი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები