ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა.
როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის - 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი - 114, ქობულეთი - 11, 3 - ქედაში, 1 - შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლი - რუსთავში - 4, გურიაში - 3, კახეთში - 1.
გამოჯანმრთელებულების რიცხვის მოხლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მიისვე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 კრიტიკულად მძიმე და 75-ზე მეტი მძიმე პაციენტია.