კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ინფიცირებულია, აჭარაში - 193. რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა არის 10182, მათ შორის 2817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისში 1383 პირი ირიცხება, ხოლო აჭარაში 488.