რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 ათას 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ”ლეიტნერის” სპეციალისტები ჩაატარებენ.