თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა. მისივე თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არაა გადაყვანილი.
ინფექციურ საავადმყოფოში ამჯამად 52 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან მძიმე პაციენტად არცერთი ითვლება. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა რომელთაც მძიმე პნევმონია უფიქსირდებათ სტაბილურია.