ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 მათგანი იმპორტირებულია, ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის დაავადებულთან კონტაქტი, ერთი კი სამედიცინო პერსონალია.
5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 927-ს შეადგენს.
მარინა ეზუგბაიამ თავისი ცენტრის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სიტუაცია არ შეცვლილა და კლინიკა 41 პაციენტს მკურნალობს.