რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა - Palitra News

რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა

2020-09-12 11:35:19+04:00

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონას 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87-აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება. მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სწრაფი და თანაზომიერი ქმედებები განხორციელდა.