პროდუქტებში დანამატები სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, კონსერვანტები - ვადის გახანგრძლივების, ემულგატორები - სტრუქტურის შესანარჩუნებლად, საღებავები - ფერის გასაუმჯობესებლად, არომატიზატორები - სასურველი გემოს მისაღებად, სტაბილიზატორები - არსებული შემადგენლობის შესანარჩუნებლად, ანტიოქსიდანტები - მჟავიანობის დასარეგულირებლად და გაფუჭებისგან თავის დასაცავად. შაქრის შემცვლელი საკვები დანამატი ასპარტამი, რომელიც ეტიკეტზე შესაძლოა აღნიშნული იყოს, როგორც ე 951, ის პროდუქტის დატკბობის მიზნით, შაქრის მაგივრად გამოიყენება. არის სინთეტიკური საშუალება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება ტოქსიკურ ნივთიერებებად. მაღალ ტემპერატურაზე გარდაიქმნება ასპარტამი ფორმალდეჰიდად. ჯანმრთელობისთვის არასასურველი კიდევ ერთი საკვები დანამატი ნატრიუმის ნიტრიტია. ასევე სახიფათო დანამატების სიაში შედის მჟავიანობის მარეგულირებელი, ორთოფოსორული მჟავები, რომელიც ეტიკეტზე შესაძლოა იყოს აღნიშნული, როგორც ე 338. ბევრი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში შედის დანამატი ე 621, იგივე ნატრიუმის გლუტომატი. მისი დამსახურებით პროდუქტები განსაკუთრებით გემრიელია, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვინც პროდუქტებს ნატრიუმის გლუტამატით იღებს, ზედმეტი წონის პრობლემა ექმნება. ასევე იხილეთ: გადაცემა სრულადროგორ დავადგინოთ მარტივი დაკვირვებით შეიცავს თუ არა რძის პროდუქტი მცენარეულს ცხიმებს