რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება? - Palitra News

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება?

2021-01-15 12:19:10+04:00

დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემეტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში.