"სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" ამოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე გადავადდა. საუბარია, მთავრობის 1-ლი ოქტომბრის დადგენილებაზე, რომელშიც მათ შორის გაწერილია ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორებს მოუწევთ.
მათ შორის რეგლამენტის ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, იმპორტიორი ვალდებული იქნება, ბაზარზე მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი განათავსოს, რომელსაც ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ერთვის თან. ამასთან, რეგლამენტი ავალდებულებს იმპორტიორს, რომ სამშენებლო პროდუქტზე საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია დაიტანოს.