84 წლის იტალიელ რომანო კარლეტის, რომელსაც მეზობლის ბრმა ბიჭუნა სკოლაში დაჰყავს,ხანდაზმულ იტალიელთა ფონდმა „წლის ბაბუის“ ჯილდო გადასცა.84 წლის რომანო კარლეტი პატარა სოფელ კონსუმაში ცხოვრობს, მონტემინიაიოს მუნიციპალიტეტში და სექტემბრიდან მაისის ჩათვლით, ყოველ დილას თავისი მაკედონიელი მეზობლის 6 წლის ბრმა ბიჭუნა, ჯაფერი მიჰყავს სკოლაში, რომელიც 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს;ბავშვი მარტო ვერ დადის სკოლაში,მამა ტყის მჭრელია , დატვირთული სამუშაოს გამო არ შეუძლია შვილის სკოლაში ტარება; დედას მართვის მოწმობა არ აქვს, ხოლო სასკოლო ავტობუსი, რომელიც ამ რაიონს ემსახურება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.აღსანიშნავია , რომ 84 წლის მოხუცი თავის საქციელს გმირობად არ აღიქვამს, ის მიიჩნევს, რომ ამით საკუთარ მოვალეობს ასრულებს.