პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს. დეპუტატმა ყოფილ კოლეგას შეთავაზება მედიის საშუალებით გაუკეთა, რითაც ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. რაც შეეხება ზარდიაშვილის ხელფასს, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მას არ აქვს.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია "ენერგოტრანსში" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის ხელფასი 14 ათასი ლარია.