დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის. მისივე განმარტებით, უმუშევრობის დაძლევა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ძალიან ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. კაკულია ამბობს, რომ უმუშევრობის კომპენსაციის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია, თუმცა საკითხზე მსჯელობა დასაწყებია.