პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული ჩარევა უნდა განახორციელოს. მან ისაუბრა ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს "პარლამენტზე მიტანილ შტურმსა" და მისგან გამომდინარე რამდენიმე მოვლენისა თუ განცხადების შედეგია. კაკულიას განმარტებით, ჩვენი ეკონომიკა ჯერ ძალიან შორს არის იმ მდგომარეობისგან, როდესაც ზოგადად, ლარის კურსის რყევა შეიძლება მინიმუმამდე იყოსდაყვანილი.