პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გეგმავს, კომიტეტს სახელი შეუცვალოს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სახელწოდება „ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი“ იქნება.
კაკულიამ გადაცემაში ეკონომიკის განვითარების ერთიანი მასშტაბური დოკუმენტის შემუშავებაზე ისაუბრა, რომლის შემუშავებაც სურს. კერძოდ, მისი თქმით, ეს იქნება 2030-ის „ეკონომიკის განვითარების დოკუმენტი“.