რომან გოცირიძის მოსაზრებით, სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და უნდა აშენდეს ახალი, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უნდა დაიწყოს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეების საკითხი საერთაშორისო შეთანხმების ნაწილი იყო, მმართველი გუნდი ამას არაფრად აგდებს.
მისი თქმით, მთავარი კითხვები ოპოზიციის ამ ნაწილს ეკონომიკური კუთხით, ქვეყანაში არსებულ „კატასტროფულ ვითარებასთან" დაკავშირებით ექნებათ.