ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად „ცხვრის დაკვლა“ ურჩია. ამის შესახებ განცხადება მან ბიუროს სხდომაზე გააკეთა. რომან გოცირიძის თქმით, დღეს „ცხვრის დაკვლა“ არის გამოსავალი სიტუაციიდან, რადგანაც ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო სისტემა. მისივე თქმით, სასამართლოს არ არსებობს ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც ზურაბ დათუნაშვილს თავი გაუტეხა, თავისუფალია.