თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, - ამ წარწერიანი ყუთით დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.
გარდა ამისა გოცირიძემ განაცხადა, რომ დეპუტატების წინაშე გამოსული კანდიდატებიდან მხოლოდ 4 ამაყოფილებდა არჩევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.