ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გუშინ მშვიდობიანი პიკეტის დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში გააკეთა სამარცხვინო პერფორმანსი. მისივე თქმით "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.
"გინდათ ბიჭების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს". - განაცხადა რომან გოცირიძემ.