ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, მათ შორის ეკა ბესელია რეალურად ირაკლი კობახიძის ოპონენტები არიან და არა ივანიშვილის. მისივე თქმით, რეალურად, აღნიშნული დეპუტატები ივანიშვილის ერთგულები არიან, უმრავლესობის დატოვების ფორმამ კი სასაცილო სახე მიიღო. გოცირიძის ამ განცხადებას უპასუხა ეკა ბესელიამაც. მისი თქმით, უჭირს ივანიშვილის კრიტიკა, უბრალოდ არ მიაჩნია სწორად, რომ პიროვნებების ლანძღვით უნდა დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია.