ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საფინანსო სისტემაში ქაოსია.
რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის აწევა იძულებითი ნაბიჯია და სხვა გამოსავალი ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად და ინფლაციის მოსათოკად არ არის.
"ეროვნული ბანკი ერთი ხელით საქმეს აკეთებს და მეორე ხელით თავად აფუჭებს" - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.