ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, არ სჯერა, რომ „ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ბანერები გადააკრა. როგორც რომან გოციძიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.
შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.