ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ახალი ეპითეტი დაემატა და ის „მხატვარი საფრთხეა“.
გოცირიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დახატა რაღაც დროშა, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას და უკვე პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი ხდება“.
გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დროშის დამტკიცების შესახებ არაკონსტიტუციურია.