პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის აღკვეთაში უკრაინული სპეცსამსახურების დამსახურება უფრო მეტია.
როგორც გოცირიძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, ამიტომ შეიძლება ითქვათ, რომ ქვეყანა უკრაინის სპეცსამსახურებმა გადაარჩინა. ის მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალური ღიაობაა საჭირო. ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რუსეთი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "უხეში ფორმით ჩაერიოს".
თავის მხრივ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სუსმა მოსალოდნელი მძიმე დანაშაული, ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე აღკვეთა, რაც მისასალმებელი და სამადლობელია.
ცნობისთვის, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.