ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისიწნებდა, როგორც საარჩევნო სისტემის საკითხს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემასაც.
"მაინცდამაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები?" - განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება იყო პაკეტში. ერთი ითვალისწინებდა კონსტიტუციის შეცვლას და მეორე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
გოცირიძე ხელისუფლებას ნაკისირი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.