ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ "ჯვაროსნული ლაშქრობა" გამოაცხადა. სამადაშვილის აზრით, იმ პირთა წრე, ვისაც თავს ესხმის ბიძინა ივანიშვილი, დღითიდღე ფართოვდება. რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" ახალი პროგრამა აქვს: "სერიალები გადაარჩენს საქართველოს". მანვე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, ისტორიულ აჩრდილებს შეეშვან და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრონ.