ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბიუჯეტი ეს არის გულარხეინად შედგენილი ბიუჯეტი და ფუფუნების არც ერთი ხარჯი არ არის შემცირებული.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტში დატოვებულია ისეთი ხარჯები, რომელიც ხელისუფლების ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.ცნობისათვის, მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა.