UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა რომან დოლიძემ ოსტინში მიმდინარე ღონისძიების გახსნით ჩხუბში 29 წლის ამერიკელი კაილი დოკასი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და კარიერაში მე-10, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში კი მე-4 გამარჯვება მოიპოვა. რომანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქე ძლიერი ჰუკით ნოკდაუნში ჩააგდო. ეს კი რომანმა პირველი რაუნდის დაწყებიდან წუთსა და 13 წამში მოახერხა. 33 წლის ქართველმა UFC-ში ნოკაუტით მეორე შეხვედრა მოიგო, ჯამში 5 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. სანახაობრივი ნოკაუტის შემდეგ დოლიძე რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.