საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები უკვე საქართველოში არიან. მათ სარფის სასაზღვრო პუნქტი მშობლებთან, ანსამბლის ხელმძღვანელებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გვიან ღამით გადმოკვეთეს.დაშავებულების მოსანახულებლად თურქეთში რეგიონის პირველი პირები იმყოფებოდნენ. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, დაშავებული ექვსი პირის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი თურქეთში იმყოფებიან.ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.
ასევე იხილეთ:
თურქეთში, საზარელი ავარიის შესახებ დეტალებს თვითმხილველები ყვებიან
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
თურქეთში ავარის შედეგად საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები დაშავდნენ