08:58
27 იანვარი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ავტოქარი
როლს-როისი, რომელსაც უნდა დაუჩოქო - არის თუ არა ახალი ფანტომი საუკეთესო მანქანა მსოფლიოში?
28-12-2017

თქვენ წინაშეა 7-ვარსკვლავიანი ავტომობილი! მაგრამ არის კი ახალი Rolls-Royce Phantom VIII მსოფლიოში საუკეთესო მანქანა? შესაძლოა. დღევანდელ მსოფლიოში საოცარი პრობლემები არსებობს. აი, მაგალითად, შეუკვეთავ ახალ, უძვირფასეს ავტომობილს, რომელსაც მაცივარი მოყვება და აღმოაჩენ, რომ მაცივარში მხოლოდ შამპანურის პატარა ბოთლი ეტევა. ცუდია ასე. ჰოდა, "როლს-როისმა” ეს პრობლემა მოაგვარა: Phantom VIII-ს მაცივარში შამპანურის ნებისმიერი ზომის ბოთლი ეტევა.

მოდით, რაღაც-რაღაცები გავზომოთ. ცხაურა სიგანეში 72 სანტიმეტრია, სიმაღლეში კი - 40 სანტიმეტრი. ცხაურას 21 სიგრძივი ძელი აქვს. ყოველი მათგანი ხელით შესრულებული და უჟანგავი, ქრომირებული ფოლადისაა. კაპოტი ერთი სანტიმეტრით მაღალია, ვიდრე წინამორბედ მოდელში, რომელიც 14 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. შეგიძლია შამპანურის ჭიქა ისე დადგა, რომ წელში მოხრა არ დაგჭირდება. თუმცა ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. უმჯობესია, ”ემილის” შევხედოთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები