08:21
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Rolls-Royce-მა 9 000 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა
21-05-2020

საავიაციო ძრავების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Rolls-Royce, საავიაციო მიმოსვლასა და შესაბამისად, ძრავებზე მოთხოვნის შემცირების გამო, იძულებულია რამდენიმე ათასი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

კომპანიის განცხადებით, ისინი ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის პირობებში ცდილობენ ახალ რეალობასთან ადაპტირებას და ამისთვის საჭირო ხდება 52 ათასი დასაქმებულიდან, 9 ათასი ადამიანი შემცირდეს. კომპანიის ინფორმაციით, შემცირება შეეხება ძირითადად სამოქალაქო აეროკოსმოსური ოპერაციების განყოფილებაში დასაქმებულებს.

ცნობისთვის, ავიამწარმოებელ კომპანიებს Boeing 787-ს და Airbus A350-ს ძრავებით ძირითადად Rolls-Royce ამარაგებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები