საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, დიდი სლემის როლან გაროსი გრძელდება. ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა რაფაელ ნადალმა მარტივად დაძლია 32-ედ ფინალი, სადაც იგი გერმანელ იანიკ მადენს დაუპირისპირდა. ესპანელმა მეტოქე მარტივად 3 სეტში 6-1 6-2 6-4 დაამარცხა, რისთვისაც 2 საათი და 11 წუთი დასჭირდა. რაფა მომდევნო წრეში დევიდ გოფინს დაუპირისპირდება. ასევე მარტივად იმარჯვა ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც 32-ედ ფინალში ოსკარ ოტეს სძლია. შვეიცარელმა მეტქე საათსა და 37 წუთში და 3 სეტში 6-4 6-3 6-4 დაამარცხა. მომდევნო წრეში როჯერი კასპერ რუუდს დაუპირისპირდება, რომელმაც საკმაოდ ძლიერი მეტოქე მატეო ბერეტინი დაამარცხა. საინტერესო შეხვედრები შედგა ქალთა თანრიგშიც, თუმცა აქაც ფავროტიებმა მარტივი გამარჯვებების მოპოვება შეძლეს. მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა კარალინა პლიშკოვამ მარტივად მოუგო კრისტინა კუცოვას. ჩეხმა მეტოქე 6-2 6-2 დაამარცხა, რისთვისაც საათზე ნაკლები დასჭირდა. პლიშკოვა შემდეგ წრეში პეტრა მარტიჩს შეხვდება. ასევე მარტივად მოიგო ესპანელმა გარბინიე მუგურუსამ, რომელმაც ჯოანა ლარსონს 6-4 6-1 სძლია და ამისთვის მხოლოდ საათი და 6 წუთი დასჭირდა. ამ ბადეში უკვე მე-16 ფინალში საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართება. მუგურუსა მსოფლიოს მეცხრე ნომერს, უკრაინელ ელენა სვიტოლინას გაეჯიბრება.