შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში პირველად ერთი და იგივე ტურნირი მეათედ მოიგო. როჯერმა ბაზელის ტურნირის ფინალში ავსტრალიელ დე მინაურს 6:2, 6:2 აჯობა. შეხვედრა საათსა და 9 წუთს გაგრძელდა.შვეიცარიელმა კარიერაში, ერთულთა თანრიგში, ATP-ის 103-ე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯიმი კონორის 109 ტურნირს ჩამორჩება. ფედერერმა ამ გამარჯვებით 430 125 ევრო მოიპოვა და შარშან გამომუშავებული 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა.