00:03
7 ივლისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
“როიტერსი" - თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას
26-05-2022

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას , - ამის შესახებ თურქეთის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლის ვინაობაც მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის გამო არ სახელდება.

ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი“ ავრცელებს.

თურქეთის მიერ მარცვლეულის უკრაინიდან გატანაში დახმარების შესახებ დისკუსიებს „როიტერსთან“ ორი სხვა სანდო წყაროც ადასტურებს.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რუსეთში ის უფრო „ნეიტრალურად“ განიხილება, ვიდრე ალიანსის სხვა დასავლელი წევრები.

შეგახსენებთ, უკრაინის შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, რუსული აგრესიის გამო, ბლოკადაშია მოქცეული.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გარკვეული დასავლური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სურსათის გადამზიდავი გემებისთვის დერეფანი უზრუნველყოს.

AutoPlay
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთისა და ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოყენებული იყოს უკრაინის აღსადგენად
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეგვიძლია, ვაიძულოთ რუსეთი, დავაფიქროთ მშვიდობაზე, რადგან მათ ამაზე ფიქრიც კი არ დაუწყიათ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
რუსეთის დუმის თავმჯდომარე - დაე, ამერიკას ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა - უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
20 წლის ვახო ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი კლინიკას შვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი ვარაუდით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს, მაგრამ არ ველოდებით დრამატულ მატებას, როგორიც წლის დასაწყისში იყო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები