"კრისტალ პალასის" მწვრთნელი როი ჰოჯსონი 71 წლის და 198 დღის ასაკში პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა. აქამდე ყველაზე ხანდაზმული "ნიუკასლის" დამრიგებელი ბობი რობსონი იყო, რომელმაც გუნდი მოედანზე 71 წლის და 192 დღისამ გაიყვანა. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში როი ინგლისის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, შვეიცარიის და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდა. საკლუბო დონეზე კი უმუშავია ისეთ კლუბებში როგორებიცაა: "ლივერპული", "ფულჰემი", "ინტერი", "უდინეზე", "ბრისტოლი", "კოპენჰაგენი" და "ვესტ ბრომვიჩი".