ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა. ქალაქის ნაწილი ამ დროისთვის გაუვალია, წყალი შესულია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში. ატომანქანებს ქალაქში გადაადგილება უჭირთ. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმების დროს ქალაქში ერთი და იგივე პრობლემა იქმნება.
იხილეთ: წყალში ჩაძირული ავტომობილები - რა ხდება ქუთაისის პარლამენტთან?