"როგორც წინაზე დავალაგეთ... ვაკეთებთ პრასტოი წაგებას"- სუს-ის ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ გეგმავენ ჩაწყობილ მატჩებს და იღებენ ფულს დაკავებული ფეხბურთელები - Palitra News

"როგორც წინაზე დავალაგეთ... ვაკეთებთ პრასტოი წაგებას"- სუს-ის ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ გეგმავენ ჩაწყობილ მატჩებს და იღებენ ფულს დაკავებული ფეხბურთელები

2019-05-20 14:07:38+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.