საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, საინტერესო დისკუსია შედგა.
"როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო აღიარებულია ამბიციური რეფორმების განხორციელების თვალსაჩინო გამოცდილებით“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, არსებულ საფრთხეებზე და საპარლამენტო დღის წესრიგზე ისაუბრა.