როგორც მე შევამჩნიე, პატრიარქს არ აქვს სრული ინფორმაცია განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გუშინ საპატრიარქოში, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთანაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოსთვის დარტყმის მისაყენებლად გამოიყენეს. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ის საპატრიარქოში უფლებადამცველის სტატუსით იმყოფებოდა.