ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მალე გახდება ცნობილი, თუ როდის აღდგება კონკრეტული მიმართულებებით ფრენები.
თურნავამ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ტენდერი გამოცხადდება მაშინვე, როგორც კი მთავრობას ამის საშუალება მიეცემა.
რაც შეეხება უშუალოდ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადებას, რომ კონსორციუმი სამუშაოს გაგრძელებისთვის მზადაა, თურნავას თქმით, კონსორციუმს ვალდებულების შესარულების შესაძლებლობა 7-ჯერ ჰქონდა, მერვედ კი მთავრობა მას ვეღარ ენდობა.