„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ოქტომბრამდე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, წინასაარჩევნო გარემო არ იქნება ნორმალური. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი.