როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. შოთაძის თქმით, ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებიტ საგამოძიებო კომისიის წინაშე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარსდგება