მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლპარაკებებს ეხება.
მან მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ორი საკანონმდებლო ცვლილებაც განიხილა, რომელიც ერთი მხრივ პარტიების დაფინანსებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებას ეხება. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკანომდებლო ინიციატივა, ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარტიისკენ არის მიმართული და მსგავსი კანონები ყოველთვის აჩენს კითხვის ნიშნებს.